1.წიგნის კითხვა ტვინს ავარჯიშებს - ტელევიზორისგან გასახვავებით წიგნის კითხვის დროს რაღაცეებზე ფიქრი და გაგება გჭირდება და ეს ტვინის რუხ უჯრედებს ავარჯიშებს და უფრ ჭვიანს გხდის.
2.კითხვა ამუჯობესებს შენი სიტყვების მარაგის ცოდნას - გახსოვთ ან თუ გისწავლიათ სკოლაში ტექსტიდან დედუქციის მეთოდით სიტყვის მნიშმვნელობის გაგების სავარჯიშოებს აკეთებდნენ? სწორედ ასეა შესაძლებელი, რომ კითხვისას ბევრი სიტყვის მნიშმვნელობას მივხვდეთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი ლექსიკური მარაგი.
3.კითხვა გაძლევს შესაძლებლობას გაიგო სხვა ხალხზე და სხვა კულუტურაზე- ტელევიზორში მაქსიმუმი შეიძლება 2 საათიანი გადაცემა გააკეთო რომელიმე ერზე და კულტურაზე, როგორ გაიგებ სხვაგვარად ხალხის კულტურაზე, მათ ცხოვრებაზე, წესებზე, კოსტიუმებზე, და ა.შ. თუ არ წაიკითხე? გადაცემის დროს სახლში უნდა იყო და წიგნი კი ყოველთვის შეგიძლია იკითხო, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.
4.წიგნი აუმჯობესებს შენს კონცენტრაციას და ფოკუსირების უნარს - ჟურნალებიდან და გაზაეთებიდან გასხვავებით სადაც მალევე შეგიძლია დუაბრუნდე აზრს, წიგნი დიდ მთლიან ისტორიას გიყვება და ამისთვის კოცნენტრაცია და ფოკუსურება გჭირდება. რაც დრო გადის წიგნის კითხვით ამას იუმჯობესებ.
5.წიგნების კითხვა აუმჯობესებს თვითრწმენას – რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო მეტ ცოდნას იძენ და ხალხი ხშირად პასუხიებისთვის შენ მოგმართავს. ეს მეტ თავდაჯერებას გმატებს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხარ.
6.აუმჯობესებს შენს მეხსიერებას - მეცნიერულად დამტკიცბულია თუ შენს ტვინს არ იყენებ მახსოვრობა გიუარესდება. ტვინის სავარჯოშოდ გამოიყენება ათასი სახის კროსორდები თუ სხვადასხვა მახსოვრობითი თამაშები. წიგნის კითხვა თამაში არ არის, მაგრამ რომ გაიგო გიწვეს დაიმახსოვრო შინაარსი, მოთხრობის გმირები, დეტალები, ფაქტები სხვადასხვა ლიტერატურული ფიგურები და ეს აუმჯობესებს შენს მეხსიერებას.
7.წიგნის კითხვა აუმჯობესებს შენს დისციპლინას - ვის ცალია მთელი დღე მხოლოდ წიგნები იკითხოს? რა თქმა უნდა თითქმის არავის, მაგრამ წიგნები უნდა ვიკითხოთ და ამისთვის დროს გამოვნახავთ ხოლმე და გრაფიკში ჩავსვამთ ხოლმე როდის შეგვიძლია წიგნის წაკითხვა, ამითი თვითდისციპლინა უმჯობესდება და უფრო აწესრიგებ დროს.
8.აუმჯობესებს შენი ფანტაზიის უნარს - წიგნში პერსონაჟები სიტყვებითაა აღწერილი და შენ მას წარმოიდგენ და ყველაფერს რაც წიგნშია აღწერილი. ეს ტვინის იმ ნაწილს რომელიც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი აუმჯობესებს. შემდეგისთვის როცა კრეატიული იდეები დაგჭირდება უფრო ადვილად მოგივა თავში რამე საინტერესო და კრეატიული იდეა.
9.ყოველთვის გენქება სალაპარაკო თემა - ხშირად აღმოგიჩენია თავი, რომ სალაპარაკო არაფერზე გაქვს? წიგნები გაძლევს ბევრ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია განიხილო და რომელზეც შეგიძლია ბევრი ილაპარაკო დაუსურულებლად. იმ წიგნებზეც კი რომელიც რამე კონკრეტულს გასწავლის შეგიძლია განიხილო და დაუსრულებლად ისაუბრო სხვადასხვა წიგნებზე. წიგნები გიხსნის ინფორმაციის ჰორიზონტს და უამრავი მასალა გაქვს სასაუბროდ.
10.მოწყენილობისგან განთავისუფლებს - ხშირად მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო? აიღე რაიმე წიგნი რომელიც შენ გაინტერესებს და კითხვა დაიწყე, მოწყენილობის მაგივრად წიგნის იმ თემატიკით დაინტერესდები რა თემატიკიზეც შეარჩიე წიგნი.
არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში დაიწყო. ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, – და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. თავისი ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. ხომ არ იტყოდნენ, წიგნებს ვასაღებთო! ამიტომ გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, და საერთოდაც ხომ შექსპირის გარდაცვალების დღის აღნიშვნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ კიდევ 1771 წელს გადაწყვიტა! მოკლედ, მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა. 1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავისი შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – “წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად” იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა. იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: “ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება”.
იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.
23 აპრილი დღეა, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს. წიგნის მსოფლიო დღედ გამოცხადებით თავის დროზე იუნესკომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოუწოდა წიგნში ეძებნათ სიამოვნება.
წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე – სად აღარა…
2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში იმართება წიგნის ფესტივალები, საჯარო კითხვები, წიგნის გამოფენა-გაყიდვები, „ღია კარის დღეები“, ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები, ავტორთა იუბილეები.