January 26, 2013

წიგნები და მათი ეკრანიზაცია

           

     writer : mario puzo's "Godfather "-  director : francis ford coppola 1972






writer: Ken Kesey "one flew over cuckoo's nest "-  director : milos forman 1975 



writer :  stephen king "the green mile" - director: frank darabont 1999 



writer: chuck palahniuk  "fight club" - director: david fincher 1999 




writer : jane austen "pride and prejudice"  - joe wright 2005 







სუნამო წიგნის სურნელით

წიგნების მოყვარულებისთვის პარფიუმერებმა - გეზა შოენმა და გერჰარდ შტაიდლმა სუნამო შექმნეს, რომელსაც ახალგამოცემული წიგნის სუნი აქვს. უცნაური სუნამო ჟურნალ Wallpaper-ის დახმარებით შეიქმნა. მისი სახელი Paper Passion-ია, რაც ქართულად ფურცლის დაუოკებელ ჟინს ნიშნავს.Paper Passion-ს არა მხოლოდ სუნი, არამედ შეფუთვაც ორიგინალური აქვს, მისი ყუთი წიგნს ჰგავს, ხოლო შიგნით ამოჭრილ ბუდეში ოთხკუთხა ფლაკონია მოთავსებული. სუნამოს ორიგინალური დიზაინი თავად კარლ ლაგერფელდმა შექმნა.  




ციტატები


წიგნებს, როგორც ნებისმიერ ნივთს ამქვეყნად, თავისი ისტორია აქვს - იღბლიანი, ფატალური, ნაღვლიანი, ხანგრძლივი ან ხანმოკლე.



თუ კაცი არ კითხულობს კარგ წიგნს ის სრულიად არ განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც საერთოდ არ კითხულობს
-  მარკ ტვენი 




                      "ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასოდეს მარტო არ იქნება".

                                                    კარლო გოლდონი




"ადამიანის ხასიათსა და გონებაზე თავისუფლად შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით".
                კლოდ ადრიან ჰელვეციუსი


"ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი".
                                
ისიდორ ბაროუ




"ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს".
                 ჯორდანო ბრუნო



წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბვედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა.
                      ციცერონ მარკ ტულიუსი










წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას".
                       ფრენსის ბეკონი














"წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ. წიგნები არასოდეს გიღალატებებენ".
                                                 ალფონს დოდე



ბიბლიოთეკა



 ბიბლიოთეკა (ბერძნ. βιβλιοθήκη < βιβλίον — წიგნი და θήκη - საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშაობას.
ბიბლიოთეკების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 323–283 წლიდან იწყება. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი იყო, საკითხავ, სასწავლო, ასტრონომიულ, ანატომიურ და სხვა განყოფილებებს მოიცავდა. გარდა ამისა, მასში განთავსებული იყო მუზეუმიც. ის მსოფლიოს უძველეს ბიბლიოთეკად 2002 წელს აღიარეს. მას შემდეგ ეტაპობრივად ვითარდებოდა ბიბლიოთეკათა ქსელი და შესაბამისად იზრდებოდა მათში შენახული მასალის მოცულობაც.
მსოფლიოს 5 უდიდესი ბიბლიოთეკა
1. კონგრესის ბიბლიოთეკა

კონგრესის ბიბლიოთეკა ვაშინგტონში მდებარეობს და სამ შენობას მოიცავს. მასში 29 მლნ წიგნი ინახება. ის 1800 წლის 24 აპრილს დაარსდა. ამჟამად მისი დირექტორი ჯეიმს ბელინგტონია. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უძველეს ფედერალურ ინსტიტუტადაა აღიარებული, გინესის რეკორდების წიგნშია შესული. 


2. ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა

ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა პეკინში მდებარეობს. ის აზიაში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოში რიგით მეორე ბიბლიოთეკაა. მასში 23 მილიონამდე წიგნი ინახება.

ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა 1909 წლის 24 აპრილს დაარსდა და ოფიციალურად მხოლოდ 1912 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი დირექტორი ჟან ფურუია.





3. სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიააკადემია პეტრე დიდის დროს დაარსდა. 1724-1917 წლებში მას სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სახელით იცნობდნენ.
მასში 20 მილიონამდე წიგნი ინახება.



4. კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივი

კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივი ოტავაში მდებარეობს. ამ დროისთვის მასში 18.8 მლნ წიგნი ინახება. მაში გაერთიანებულია ”კანადის საზოგადოებრივი არქივი"და ”კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა”. ის 1953 წელს დაარსდა. მისი ამჟამინდელი დირექტორი დოქტორი დანიელ ჯი კარონია.




5. გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკა

მეხუთე ადგილს გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკა იკავებს, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს. გერმანულად მას Deutsche Bibliothek-ს ეწოდება. ის 1912 წელს დაარსდა და მასში 18.5 მლნ წიგნი ინახება. გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორი, დოქტორი ელიზაბეტ ნიგემანია.



და ბოლოს, როგორ არ უნდა მოიქცეთ ბიბლიოთეკაში ;D :D :D  








ისტორია



ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების,იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.





ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.










1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიურილექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა ".1709 წელს კი ვახტანგ მეექვსემ საქართველოში დააარსა სტამბა.პირველ ქართულ სტამბაში პირველ წიგნად ”სახარება” დაბეჭდეს.მოგვიანებით,1712 წელს,აქვე გამოიცა პირველად ”ვეფხისტყაოსანი” (11000-დან 21 ცალია შემორჩენილი)



იოჰან გუტენბერგი, რომელმც გამოიგონა საბეჭდი დაზგა (არა მარტო…)
ევროპაში პირველი წიგნი 1440 წელს,იოჰან გუტენბერგის წყალობით დაიბეჭდა.
ეს წიგნი არ არის ჩვენამდე მოღწეული, ამიტომ მის პირველ ნაბეჭდ პროდუქციად ითვლება 1445 წელს გამოცემული ”ფრაგმენტი განკითხვის დღისა”. 1455 წელს კი მან დაბეჭდა ე.წ. 42 სტრიქონიანი,”გუტენბერგის ბიბლია”,რომელიც იმაზე მეტჯერ გამოიცა,ითარგმნა და გაიყიდა ვიდრე სხვა რომელიმე წიგნი…



წიგნის ბეჭდვის ქრონოლოგია

1)ქრისტეშობამდე 5000 – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან.

2)ქრისტეშობამდე 200 – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან).

3)ქრისტეშობიდან 175 – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა.

4)ქრისტეშობიდან 700 – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში.

5)ქრისტეშობიდან 868 – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი.

6)ქრისტეშობიდან 1040 – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან

7)ქრისტეშობიდან 1300 – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში.

8)ქრისტეშობიდან1447 – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში.

9)ქრისტეშობიდან 1609 – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში



;))


წიგნი ცოდნის, ინფორმაციის შემცველი ტრადიცული დამწერლობითი საშუალებაა.
წიგნი თავის თავში ინახავს ცოდნას და გამოცდილებას, აზრსა და გრძნობას, სულიერ ღირებულებებს და შემოქმედებით ფანტაზიას როგორც თანამედროვე, ისე წარსული ისტორიული ეპოქებისა.
წიგნში აისახება ადამიანის ინტელექტის ყველა მიღწევები.
წიგნს განსაკუთრებული ბუნება აქვს - ის ინდივიდუალური და იმავე დროს საზოგადოებრივი მოვლენაა.