January 26, 2013

ისტორია



ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების,იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.





ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.










1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიურილექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა ".1709 წელს კი ვახტანგ მეექვსემ საქართველოში დააარსა სტამბა.პირველ ქართულ სტამბაში პირველ წიგნად ”სახარება” დაბეჭდეს.მოგვიანებით,1712 წელს,აქვე გამოიცა პირველად ”ვეფხისტყაოსანი” (11000-დან 21 ცალია შემორჩენილი)



იოჰან გუტენბერგი, რომელმც გამოიგონა საბეჭდი დაზგა (არა მარტო…)
ევროპაში პირველი წიგნი 1440 წელს,იოჰან გუტენბერგის წყალობით დაიბეჭდა.
ეს წიგნი არ არის ჩვენამდე მოღწეული, ამიტომ მის პირველ ნაბეჭდ პროდუქციად ითვლება 1445 წელს გამოცემული ”ფრაგმენტი განკითხვის დღისა”. 1455 წელს კი მან დაბეჭდა ე.წ. 42 სტრიქონიანი,”გუტენბერგის ბიბლია”,რომელიც იმაზე მეტჯერ გამოიცა,ითარგმნა და გაიყიდა ვიდრე სხვა რომელიმე წიგნი…



წიგნის ბეჭდვის ქრონოლოგია

1)ქრისტეშობამდე 5000 – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან.

2)ქრისტეშობამდე 200 – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან).

3)ქრისტეშობიდან 175 – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა.

4)ქრისტეშობიდან 700 – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში.

5)ქრისტეშობიდან 868 – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი.

6)ქრისტეშობიდან 1040 – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან

7)ქრისტეშობიდან 1300 – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში.

8)ქრისტეშობიდან1447 – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში.

9)ქრისტეშობიდან 1609 – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში



1 comment:

  1. Harrah's Cherokee Casino Resort - Mapyro
    Harrah's Cherokee Casino 과천 출장안마 Resort · 777 Harrah's Cherokee Blvd. Cherokee, NC 28719 · (580) 세종특별자치 출장안마 534-5390 · Visit Website. https://www.caesars.com · 경주 출장안마 (580) 534-5390 · Visit Website.  Rating: 사천 출장샵 2.9 · 거제 출장마사지 ‎844 reviews

    ReplyDelete