სუნამო წიგნის სურნელით
წიგნების მოყვარულებისთვის პარფიუმერებმა - გეზა შოენმა და გერჰარდ შტაიდლმა სუნამო შექმნეს, რომელსაც ახალგამოცემული წიგნის სუნი აქვს. უცნაური სუნამო ჟურნალ Wallpaper-ის დახმარებით შეიქმნა. მისი სახელი Paper Passion-ია, რაც ქართულად ფურცლის დაუოკებელ ჟინს ნიშნავს.Paper Passion-ს არა მხოლოდ სუნი, არამედ შეფუთვაც ორიგინალური აქვს, მისი ყუთი წიგნს ჰგავს, ხოლო შიგნით ამოჭრილ ბუდეში ოთხკუთხა ფლაკონია მოთავსებული. სუნამოს ორიგინალური დიზაინი თავად კარლ ლაგერფელდმა შექმნა.
No comments:
Post a Comment